მთავარი » სტატიები » статьи ов охоте [ სტატიის დამატება ]

statia
    ამ სტატიაში შემოსულთაგან ნაწილს აინტერესებს, ვინაა ეს თავხედი, "ელექტრომანოკი"-ს ხმებს რომ ავრცელებს ამ გაგანია ანტი "ელექტრომანოკ"-ურ დროშიო, ნაწილი ცნობისმოყვარეობით შემოიხედავდა, ხოლო ნაწილი ამ ხმებს ეძებს და აგროვებს თავისი "ელექტრომანოკები"სთვის და ეს სტატია მათთვის დაიწერა. 
    მათგან ვინც "ელექტრომანოკი"-ს ხმებს აგროვებს ზოგმა იცის რომ "ელექტრომანოკი" აკრძალულია, ზოგმა კი არ იცის და მათ მინდა გავაგებინო, რომ საქართველოში ელექტროსატყუარით ( ე.წ. ელექტრომანოკით) ნადირობა აიკრძალა და მასზე სერიოზულ ფულად ჯარიმასაც გვპირდებიან.
    საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ა. ხეთაგურის მიერ შევიდა ცვლილება  „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში: 
 ამონაწერი
,,10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება.

     ცნობისათვის: მომავალი სეზონიდან გარემოს დაცვის სამინისტრო სრული დატვირთით იმუშავებს და ერთ ადგილზე მომლოდინე "ელექტრომანოკი"-ანი მონადირის გამოჭერა და დაჯარიმება უმარტივესი საქმე იქნება.

   "ელექტრომანოკ"-ს აკრძალვა მონადირეთა მოთხოვნით მოხდა, რადგან მან ნადირობის ტრადიციული სილამაზე, მინდვრად გასული მონადირის სულიერი დასვენება და სხვა მონადირეებთან შეხვედრის სიამოვნება ძველ დროს ჩააბარა. ახლა ელექტრონულ საუკუნეში მონადირეთა დიდი ნაწილი მეხორცედ მომპოვებლად (ალბათ ზოგისთვის ეს მარტო "ელექტრომანოკი"-ს ბრალიც არ არის) გადააქცია, სხვა მონადირეთა დანახვაზე რომ უკმაყოფილებას ძლივს და ზოგჯერ არც მალავენ, ესაოდა გვიშრომია, გვიწვალია, ღამე გვიტეხია და მწყერი მოგვიგროვებია და ჩვენ დასახოცზე ესენი მუქთად მოსულანო. ნაწილობრივ მანოკის დამსახურებაა ისიც, რომ უსაფრთხოების ხარისხი სამონადირეო სავარგულში ძალიან დაეცა. იმდენი მონადირე იყრის პატარა ადგილზე თავს, ვფიქრობ საფანტის აცილება უფრო ძნელი გახდა სხვა მონადირისთვის, ვიდრემ მოხვედრება. ამიტომაა, რომ ყოველწლიურად  კატასტროფულად მცირდება ისეთი მონადირეების რიცხვი, რომელსაც საფანტი არ მოხვედრია, თუმცა რადგან ეს ძირითადად მწყერზე ხდება და საფანტიც ძალიან წვრილია, ეს ყველაფერი ძირითადად კანის აწვით და გინება-ყვირილით მთავრდება, საუბედუროდ იმატა ისეთმა შემთხვევებმაც როდესაც ეს მოხვედრა ტრაგიკულად მთავრდება.
    
"ელექტრომანოკმა", ძაღლით ნადირობის სილამაზეც უკანა პლანზე დაწია. თუ მწყერი დასვა მანოკმა იქ ძაღლი უმრავლეს შემთხვევაში უფუნქციოდაა დარჩენილი. ზუსტად თავის პატრონის განწყობაზე დგება, ამდენი მწყერი, ამდენი სროლა მასაც აგიჟებს და დარბის უმიზნოდ, არეული გამომეტყველებით.

რაც შეეხება იხვზე "ელექტრომანოკი"-თ ნადირობას, აქაც ძალიან ბევრს კარგავს მონადირე. ფაქტიურად მთელი ნადირობა დაყრუებულია. ბუნების შეგრძნება ნოლია, არანაირი ხმა არ ესმის. თუ კი მთვარეზე ნადირობს ხომ მითუმეტეს, არაფერი ესმის და ხედავს მხოლოდ ხორცს, ანუ იხვს როდესაც ის უკვე რამოდენიმე მეტრშია, ხოლო მთელი ის სილამაზე და განცდა, როდესაც იხვი ცაზე გადადის, გადმოდის, წრეს ურტყამს მონადირის ადგილსამყოფელს, მისი ფრთების ხმა, მთელი ეს ეფექტები ამ დროს არ არსებობს. არადა პირის საყვირი ამ დროს იხვის მოტყუებაში ბევრად ეფექტური და გამომდგარია.
 
ასე რომ ჩვენი საიტის კოლექტივი მოგიწოდებთ რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯიბეებს, შევიგრძნოთ ნადირობის სრული სილამაზე და გადავაგდოთ ეს მავნე ჩვევა, რასაც "ელექტრომანოკი"-თ ნადირობა ქვია. 

P. S.  უკაცრავად პროვოკაციული და შეუსაბამო სათაურისთვის.


კატეგორია: статьи ов охоте | დაამატა: ადმინისტრატორი (26.01.2013)
ნანახია: 957 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Free web hosting - uCoz
Copyright MyCorp © 2024